კონკურსი ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრების შესარჩევად
ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) არის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც აერთიანებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და ეფუძნება ნებაყოფლობითი წევრობის პრინციპს.
LAG-ის საქმიანობა ეფუძნება ევროკავშირის LEADER მიდგომას, რომლის მიზანია სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით მიმართულებებს შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებით.
LEADER მიდგომის მთავარი პრინციპია სოფლის განვითარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო ძალისხმევის გაერთიანების გზით. ამ მიდგომის ფარგლებში, სოფლის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), ხოლო განვითარების მთავარ რესურსს – ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია ადგილობრივი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღებისა და განვითარების პროცესებში.
ლანჩხუთის LAG-ის საქმიანობის მიმართულებებია:
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მოსახლეობისთვის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსის შესახებ
ამ ეტაპზე, ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წესდების საფუძველზე, მიმდინარეობს, LAG-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობის განახლება. ამ მიზნით ცხადდება კონკურსი მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად. კონკურსი ღიაა როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
მმართველი საბჭოს წევრობა გულისხმობს LAG-ის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვას და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში სხვადასხვა სექტორის ინტერესების წარმოდგენას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანდიდატი:
- უნდა იყოს რეგისტრირებული, ფაქტობრივად ცხოვრობდეს ან/და მუშაობდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- უნდა იცნობდეს და იზიარებდეს ორგანიზაციის მიზნებსა და წესდებას;
- უნდა ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს LAG-ის საქმიანობაში;
- მზად უნდა იყოს, მონაწილეობა მიიღოს მმართველი საბჭოს შეხვედრებსა და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში.
წარსადგენი დოკუმენტები
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება მმართველი საბჭოს წევრობის შესახებ (განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კანდიდატისათვის სასურველი ნებისმიერი ფორმით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე (CV).
სასურველია, განცხადებაში კანდიდატმა მოკლედ მიუთითოს, რატომ სურს მმართველი საბჭოს წევრობა და რა გამოცდილება, ცოდნა ან რესურსი შეუძლია შეიტანოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
განაცხადის წარდგენა
განაცხადები მიიღება ა.წ. 30 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nucubidze88@gmail.com
ელექტრონული ფოსტის Subject ველში კანდიდატებმა უნდა მიუთითონ შესაბამისი კატეგორია:
- საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა – „კონკურსი – საჯარო სექტორი“;
- ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა წარმომადგენლებმა –„კონკურსი – კერძო/სამოქალაქო სექტორი“.
საჯარო სექტორის წარმომადგენლებად განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შექმნილ დაწესებულებებში.
კანდიდატების შერჩევა
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ორგანიზაციის საერთო კრებაზე, სადაც წარმოდგენილ თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად ეყრება კენჭი.
მმართველი საბჭოს წევრებად აირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მეტ ხმას, სექტორებისთვის წესდებით განსაზღვრული წარმომადგენლობის გათვალისწინებით.
კონკურსის შედეგები განაცხადების ავტორებს ეცნობებათ იმავე დღეს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 18:00 საათი
საერთო კრების ჩატარების თარიღი: 5 ოქტომბრის კვირა
საერთო კრების ჩატარების ადგილი: ლანჩხუთი, ზაალ მდინარაძის 1.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 598 191 981
ელ.ფოსტა: nucubidze88@gmail.com
პროექტის შესახებ
ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მწვანე გურია — ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.
