Skip links

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი არის აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც ახდენს სოფლის განვითარების სტრატეგიის იდენტიფიცირებასა და განხორციელებას

მწვანე გურია

პარტნიორები

ლანჩხუთი (MAP)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გურიის მხარეში მდებარეობს. მას დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო ზოლი, აღმოსავლეთით- სამტრედიისა და ჩოხატაურის, ჩრდილოეთით – ხობის, სენაკისა და აბაშის, სამხრეთით კი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 548 კმ²-ია. 2014 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 31 486 ადამიანია. მუნიციპალიტეტში 16 ტერიტორიული ერთეულია.

მუნიციპალიტეტი თავისი ბუნების სილამაზით გამორჩუულია. ტურისტებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილია, რადგან მწვანეში ჩაფლულ ბუნებასთან ერთად, ლანჩხუთი ზღვისპირა დასვენებასაც გვთავაზობს. ლანჩხუთში გვხვდება პალიასტომის, იმნათის, ჯაპანისა და გრიგოლეთის ტბებიც. ასევე, ლანჩხუთში მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკიც, რომელიც გარდამფრენი ფრინველებითა და ეგზოტიკური ბუნებით გამოირჩევა.

Home
Account
Cart
Search